ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის Moderna-ს განცხადებით, ადრეული შედეგების მიხედვით მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა თითქმის 95%-იანი დაცვა აქვს.
ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურმა გამოცემამ BBC-მ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ამერიკაში სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილი 2 ეფექტური ვაქცინა არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კომპანია Pfizer-მა გააკეთა განცხადება, რომ მათი ვაქცინა 90%-ანი ეფექტურობით ებრძვის კორონავირუსს.
Moderna-ს ვაქცინის კვლევებში 30 000 ადამიანი იყო ჩართული. საკვლევ პროცესში ჩართულ პირებს 4 კვირიანი დაშორებით ვაქცინის 2 დოზა გაუკეთეს.