"განიხილება სერიოზული შეზღუდვების დაწესება"

2020-11-16 15:25:14

განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება, ნაწილი უკვე მოქმედებს და ნაწილიც იქნება. კონსესუსით გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელის ნაწილი დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაწესებას, გარკვეული შეღუდვების, მაგრამ უფრო დიდი მისი აღსრულების კონტროლს. სწორედ ვაკეთებთ თუ არა მისი აღსრულების კონტროლს. მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვების აღსრულდება"-განაცხადა გამყრელიძე.

ამ წუთებში სპეციალური ბრიფინგი მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში.