მდინარის ნაპირთან ცხედარი იპოვეს

2020-11-15 13:07:40

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან მდინარის ნაპირთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს გარდაცვლილის ვინაობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია და უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.