კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

2020-11-15 12:11:22

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

 

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.