"აღკვეთილია პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა"

2020-11-15 01:41:05

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის, მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

ოფიციალური ცნობით, გარკვეული პირთა ჯგუფს, პრემიერის მკვლელობით ხელისუფლების უზურპაცია, უკანონოდ ხელში ჩაგდება, სურდა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე დააკავა ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ვაჰრამ ბაღდასარიანი და ომის მოხალისე აშოტ მინასიანი.

არტურ ვანეციანის მკვლელობის დაგეგმვასთან ერთად ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში მონაწილეობა და ხელისუფლების უზურპაციაში მონაწილეობა ედება. მისი უფლებადამცველის განცხადებით, ყველა წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველმა პირებმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რომლის მიხედვითაც, სომხეთი ვალდებულია, აზერბაიჯანს ტერიტორიის ნაწილები გადასცეს. სომხეთში შეთანხმებას საპროტესტო ტალღა მოყვა, ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და ომის გაგრძელების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ქვეყანას შეთანხმებაზე ხელის მოწერის გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები