ავტომობილი ხეს შეეჯახა

2020-11-15 00:52:15

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 276-ე მულის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: პრაიმ ტაიმი