ქობულეთში სოფელ ხალაში 30 წლამდე კაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ პირს შორის კონფლიქტი ახალგაზრდა კაცის სიკვდილით დასრულდა, რომელსაც სანადირო თოფიდან ესროლეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.