ვაქცინა 700 000 ადამიანს მოიცავს

2020-11-13 17:12:51

საქართველომ კორონავირუსის ვაქცინისთვის 4 მლნ დოლარი უკვე გადაიხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ვაქცინის შესაძენად 17 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

მისივე თქმით, სულ ვაქცინა, რომელიც ორჯერ უნდა გაკეთდეს, 700 000 ადამიანს მოიცავს.

„საქართველო ჩართულია კოვაქს-პლატფორმაში, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება რეგულატორების მიერ, საქართველო მიიღებს პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება 700 ათასამდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შეიძლება რისკ-ჯგუფებში ცვლილებები შევიდეს და მათი რიცხვი გაიზარდოს.