რუსთავის ცხელების ზონებში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
10-დან 9 შემთხვევა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში დადასტურდა. როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგმა, მაია როგავამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 2 კოვიდინფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მდეპერსონალია.
"ერთი ცხელების ზონაში მუშაობს, ერთი კი კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში. ორივე მედდაა და ბოლო 5 დღე, რაც სიმპტომები დაეწყოთ, არ ყოფილან საავადმყოფოში", - აცხადებს მაია როგავა.
კორონავირუსული ინფექციის ერთი შემთხვევა დადასტურდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ზონაში. პაციენტი 50 წლამდე რუსთაველი მამაკაცია.
კოვიდინფიცირებულების დაინფიცირების წყაროებისა და კონტაქტების წრის მოკვლევის მიზნით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.