საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ეროვნული ნაკრებს ამ თამაშის მოგებით შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო.
ისტორიული მატჩი დინამო არენაზე ჩატარდა და მას კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების გამო, მაყურებელი არ ესწრებოდა.
მიუხედავად შეზღუდვებისა, ქომაგების ნაწილმა თამაშს დინამოს სტადიონის გარე პერიმეტრზე დამაგრებულ ეკრანზე უყურა.