ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში 12 წლის ბავშვი დაიკარგა.
როგორც "ინფო რუსთავს" დაკარგული მერაბ ბურჯანაძის მამამ განუცხადა, ბავშვი 12 ნოემბერს, დილის საათებში, სკოლაში წავიდა, თუმცა, როგორც შემდეგში გაირკვა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გამოცხადებულა.
"როცა ჩემი ბიჭი, უფროსი ძმა დაბრუნდა სახლში, ვკითხე სად არის მერაბიკოთქო და გაუკვირდა ბავშვს, სახლში მეგონა, სკოლაში არ ყოფილაო", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს დაკარგული მოზარდის მამამ.
12 წლის მერაბ ბურჯანაძეს სახლიდან გასვლის დროს შავი ფერის სამოსი ეცვა.
ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით ბავშვის მშობლებს: 595349313