გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ ახაშენში, 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
მამაკაცი გარდაცვლილი მეზობელმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვა.
პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.