საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი

2020-11-12 14:15:00

გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის - ნ.გ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - 14 000 აშშ დოლარი (45053,4 ლარი) და 5902 ევრო (34285 ლარი) აღმოაჩინეს.

„საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება,“- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ იფნორმაციაში.