მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

2020-11-12 01:03:03

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიგა კიკაბიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს, მას პნევმონია აღენიშნებოდა და მკურნალობას ექვემდებარებოდა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა.