აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა. პაციენტი 73 წლისაა.
სამინისტროში შემთხვევის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
ამ დროისთვის პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
"ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - განმარტავენ სამინისტროში.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.