ძლიერი სეტყვა დმანისში

2017-06-10 13:21:59

ძლიერმა სეტყვამ დმანისის 5 სოფელი დააზარალა. სეტყვამ სახნავ სათესი მიწები და ხეხილი დააზიანა. მუნიციპალიტეტის 5-მდე სოფელში, მოსავლის 70 % -ია განადგურებული. ამ დროისთვის, სოფლებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, თუმცა პრობლემებია სოფლის შიდა გზებზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ რომ ამ წუთებში სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც.