"მოღალატე ნიკოლი" [video]

2020-11-11 15:57:44

ერევანში, თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეძახილებით "მოღალატე ნიკოლი" საპროტესტო აქციას ართავს. [ვიდეო/video]

ქუჩაში გამოსული ხალხი სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლითაც ყარაბაღის ტერიტორიის გამო 30 წლიანი კონფლიქტი დასრულდა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის იყო დაპირისპირება, რადგან პოლიციამ მომიტინგეების მოედნიდან გაყვანა სცადა.

სომხეთში ვითარება დღითიდღე იძაბება. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა, სომხები ქუჩაში გამოვიდნენ, შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში და დაარბიეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის სპიკერს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან შეთანხმებს და აცხადებენ, რომ ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა და მის დათმობას არ აპირებენ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები