ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტები რუსთავში

2020-12-06 00:49:57

ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 376 შემთხვევა დაფიქსირდა.

შემთხვევების 90%-ზე მეტი ძაღლისა და კატის ნაკბენზე მოდის, თუმცა არის სხვა შინაური და გარეული ცხოველის მიერ დაკბენის ფაქტებიც.

აღსანიშნავია, რომ დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლვის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება სახლის პირობებშიც.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.