კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა

2020-11-11 11:05:57

11 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამჟამად ქვეყანაში საერთო ჯამში კოვიდინფიცირების 66561 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 49811 პაციენტი განიკურნა, ხოლო 566 გარდაიცვალა.