ვარკეთილის სამარშრუტო ხაზი შეფერხებით მუშაობს

2020-11-10 17:26:25

ვარკეთილის სამარშრუტო ხაზი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ კომპანია ინტერტრანსში აცხადებენ.

"ამ ეტაპზე ე.წ ვარკეთილის სამარშრუტო ხაზი შეფერხებით მუშაობს. მგზავრებს ვთხოვთ, რომ ისარგებლონ სხვა სამარშრუტო ხაზებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო სატრანსპორტო საშუალება რუსთავიდან 19:30 გავა თბილისიდან კი ბოლო მიკროავტობუსი 20:30 გამოვა"- აცხადებენ ინტერტრანსში.