მთავარი ეპიდემიოლოგი კორონავირუსზე

2020-11-10 12:38:39

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ საუბრობს.

"გახ­სოვთ, რო­გორ გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ, რა­ტომ გვაწ­ვე­ნენ ყვე­ლას სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო? ახლა ვამ­ბობთ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა დაწ­ვეს მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი და ახლა ამა­ზე გვაკ­რი­ტი­კე­ბენ! ჯერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ კრი­ტი­კო­სე­ბი, რას გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ და მერე მათ კლი­ნი­ცის­ტე­ბი უპა­სუ­ხე­ბენ.

პა­ნი­კა არას­დროს არის სა­სარ­გებ­ლო, იმი­ტომ, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს. პა­ნი­კა ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. და ვი­საც არ სჯე­რა, კორონავირუსის არსებობის რა უნდა ვუ­თხრა? რა­ღა­ცას რომ ვი­ტყვი, ამ­ბო­ბენ, გვა­ში­ნებ­სო. მე არა­ვის ვა­ში­ნებ. რა ვუ­ყოთ, ვი­საც არ სჯე­რა, ოღონდ სხვას ნუ შე­უქ­მნის საფრ­თხეს და თვი­თონ რაც უნდა, ის ქნას.