ამირან გამყრელიძის გაფრთხილება

2020-11-10 12:27:43

რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება,- ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მსოფლიოშიც და ევროპაშიც ეპიდემია შესულია ყველაზე გახურებად ფაზაში და ეს არ დასრულდება ერთ ან ორ თვეში. შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება.

მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ. გადავიტანოთ, პრევენციითა და სწორი მართვით. შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე. დავიცვათ დისტანცია, თავი შევიკავოთ შეკრებისგან.

თუ ყველა წესს დავიცვათ შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“,- განაცხადა გამყრელიძემ.