ბოლო ცნობები ყარაბღთან დაკავშირებით [photo]

2020-11-10 11:52:45

9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამი ალიევმა, და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, 00:00 საათიდან შეწყდა ცეცხლი კონფლიქტის ზონაში და რუსეთი ამ ტერიტორიაზე განალაგებს 1,960 სამშვიდობო სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტექნიკას, 380 მანქანასა და სპეციალურ აღჭურვილობას. რუსი სამშვიდობოების შტაბი ხანკედში იქნება. მათ უკვე დაიწყეს ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნა.

შეთანხმენას სხვადასხვა რეაქიები მოყვა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის მხრიდან.

შეთანხება სომეხი ხალხი გააღიზიანა და გვიან ღამე საპროტესტო მსვლელობები დაიწყო. აქციის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტში შეიჭრნენ. პროტესტანტები პარლამენტის სპიკერის ავტომობილს დახვდნენ, იქიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო. სომეხი მოსახლეობა მთავრობის ცვლილებას მოითხოვს.

პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმებაზე ხელმოწერის გარდა სხვა გზა არ იყო.

აზერბაიჯანლები კი ქუჩაში გამოვიდა და შეთანხმებას ზეიმობდნენ.

შეთანხმების პუნქტები:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე ჩერდებიან

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრამდე უბრუნდება

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ  რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდება

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განთავსდება 5 წლის ვადით და ავტომატურად 5-5 წლით გაგრძელებული პერიოდით, თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე

5. კონფლიქტის მხარეთა მიერ შეთახმების შესრულების კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად იხსნება სამშვიდობო ცენტრი

6. 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნით მოძრაობის ახალი მარშრუტის მშენებლობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის და შემდგომში ამ მარშრუტს დაიცავს რუსული სამშვიდობო კონტინგენტი; აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთების უსაფრთხოდ მოძრაობას ორივე მიმართულებით

7. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით

8. ხდება სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებული პირების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა

9. ბლოკადა ეხსნება ეკონომიკურ და სატრანსპორტი კავშირებს. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტი კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ორივე მიმართულებით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით. კონტროლს ახორციელებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილი

შეგახსენებთ, რომ სამხედრო შეტაკებები ყარაბაღის ტერიტორიის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 26 სექტემბერს განახლდა, რომელსაც ორივე მხრიდან რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირებიც. კონფლიქტის დროს მხარეები ერთმანეთს უბომბავდნენ ქალაქებსაც. იყო მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, თუმცა დაირღვა და ამაში ქვეყნები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები