10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ამჟამად ქვეყანაში საერთო ჯამში კოვიდინფიცირების 63650 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 47390 პაციენტი განიკურნა, ხოლო 521 გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 , აჭარაში - 4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.