ოპოზიცია ახალ აქციებს აანონსებს

2020-11-09 20:29:35

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია 14 ნოემბერს 15:00 საათზე კიდევ ერთ აქციას აანონსებს.

მელია დღევანდელი აქციის მონაწილეების ნაწილს მოუწოდებს, რომ 10 საათამდე პარლამენტის წინ ნუ დარჩებიან, რათა შაბათის აქციისთვის ძალა შემოინახონ. ხოლო ნაწილთან ერთად თავად პარლამენტის წინ რჩება.

მან ასევე ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც სავარაუდოდ 21 ნოემბერს ჩატარდება.

"მაშინ, როდესაც მთელი ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსიის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვში ჩავდგეთ. მრავალრიცხვიან ჯაჭვში, რომ ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ. ხალხი აპროტესტებს და ძალდატანებით საჯარო მოხელეს ან აქტივისტს მიერეკებიან საარჩევნო უბნებზე. ესეც დიდი დარტყმა იქნება",- განაცხადა ნიკა მელიამ.