რუსთაველზე აქცია დაიწყო

2020-11-09 18:17:12

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია დაიწყო. აქციის მხარდამჭერები ადგილზე ოპოზიციის ლიდერების მოსვლას ელოდებიან.

აქციის მონაწილეები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგებს აპროტესტებენ, რაც "ქართულ ოცნებას" ისევ უმრავლესობაში ტოვებს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

ოპოზიცია ითხოვს: 1. ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; 2. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტებას; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება.