"კოვიდ19-ის პირველი ვაქცინა 90%-ით იცავს"

2020-11-09 16:43:49

წინასწარი მონაცემებით კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანის კოვიდ19-ით ინფიცირების პრევენცია 90%-ით შეუძლია.

ამის შესახებ ინგლისური გამოცემა BBC-ი წერს.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების "Pfizer-ისა" და "BioNTech-ის" შეფასებით ეს "დიდებული დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის".

მათი ვაქცინა 6 ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოიცადა, და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არანაირი დაბრკოლება არ წამოჭრილა.

კომპანიები ვაქცინის გამოყენების საგანგებო მოთხოვნას თვის ბოლოსთვის აპირებენ.

წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინა წარმოქმის როგორც ანტისხეულებს, ასევე იმუნური სისტემის სხვა ნაწილს, სახელწოდებით T-უჯრედებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

ვაქცინა ადამიანმა 3 კვირიანი დაშორებით 2-ჯერ უნდა გაიკეთოს. ამერიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვირუსის წინააღმდეგ 90%-იანი დაცვა მეორე ვაქცინაციიდან მე-7 დღის შემდეგ მიიღწევა.

"Pfizer-ი" სჯერა, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის 1,5 მილიარდი დოზის წარმოებას 2021 წლის ბოლოსთვის.

ახლა დასადგენია, რამდენ ხნიან იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინა და როგორი იქნება მისი ეფექტურობა სხვადასხვა ასაკის ადამიანებში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები