სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის ახალი კორონავრუსით(COVID19-ით) გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახი, მემკვიდრე, სახელმწიფოსგან 10 000 ლარამდე დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ ბრძანება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 6 ნოემბერს გამოსცა.
ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით“.