ოპოზიცია მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს

2020-11-09 01:46:37

ოპოზიციის ლიდერები ცესკოს-თან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, გამოსავალი ტერიტორიის დატოვებაა, ხვალ, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე კი რუსთაველის გამზირზე ისევ აქციას აანონსებენ.

იმისთვის, რომ არ დაიწყოს აქციის მონაწილეების დაკავება და ცემა, მოვუწოდებთ, რომ დღეს დატოვონ ცესკოს ტერიტორია. ხვალ შევიკრიბებით ისევ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით კი, ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა იქნება უწყვეტი.

მელიას განცხადებით, ხვალ რუსთაველზე უნდა შეიკრიბოს არა ოპოზიცია, არმედ მთლიანად ერი.

ინფორმაციისთვის, ცესკო-სთან მომიტინგეების წინააღმდეგ, მათი დაშლის მიზნით, ორჯერ გამოიყენეს წყლის ჭავლი.