ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.
"8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრომ ისინი წამოსულიყვნენ კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და კერძოდ თალაკვაძე, კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია მათგან ურთიერთობისა არის ის რომ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო. მაშინ როდესაც აქ დგას ამდენი ხალხი, ხელისუფლება ვალდებულია დღეს დაგველაპარაკოს.
ამიტომ ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება, ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ, იქ დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს. იქ ვიქნებით სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები".