ქართველმა საფრანგეთში მღვდელი დაჭრა

2020-11-08 15:06:51

საფრანგეთში, ლიონში მღვდელზე თავდასხმაზე ბრალდებული ქართველი კაცი დააკავეს.

31 ოქტომბერს, ქართველმა მართმადიდებლური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 52 წლის ბერძენ მღვდელს ცეცხსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. 

თავდაპირველად თავდასხმის მიზეზი უცნობი იყო, თუმცა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მამაკაცი მღვდელს თავს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა.

მისი თქმით, მღვდელმსახურის მის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირდებდა და მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონდა.

როგორც BBC- წერს, მღვდელს შემთხვევამდე ერთი თვით ადრე ანაფორის გახდასა და ეკლესიიდან წასვლაზე განცხადება ჰქონდა გაკეთებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები