სუიციდის მცდელობა რუსთავში

2020-11-08 00:28:26

სუიციდის მცდელობა რუსთავში, XIX მიკრორაიონში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული თავდაპირველად "კლინიკა რუსთავში", მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს.

"იყო ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით, სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ ჩარევას. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე", - განაცუცხადა "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.