აქსის თაუერთან ხანძარია

2020-11-07 18:40:45

თბილისში, ვაკეში ხანძარია.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აქსის თაუერის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 კვადრატულ მეტრზე იწვის ღობე.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ცეცხლის ლიკვიდაციისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობს.