ისნის კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაზე ქართული ოცნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
ამის შესახებ ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომსიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებიდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით",- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 43 წლის თედორე გობეჯიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია "ცესკომ" გაავრცელა.