 
         2020-11-07 14:01:36
2020-11-07 14:01:36 
    
		
		
			ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - რუსთავში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს შეზღუდვა გავრცელედება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე",- განაცხადა ცქიტიშვილმა.
