გახარია ქალაქების ჩაკეტვაზე

2020-11-06 22:12:04

"იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამოდენიმე მსხვილი ქალაქი"- ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით "ლოქდაუნის" გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობა ვირუსის შესაკავებლად დამატებით ღინისძიებებზე მუშაობს.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის. ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ სისტემური, საერთო, ლოქდაუნები ქვეყანაში არ  იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამოდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ, საერთო, ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოქდაუნი არ გამოცხადდება, ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, თუმცა წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ" - განაცხადა გახარიამ.