ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა გადაადგილებასთან დაკავშირებით წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაზე მსჯელობს.
მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს
"ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, აუცილებელია მობილობის დაგდება. აქედან გამომდინარე, საბჭო ასევე მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიცაა მაგალითად, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, კვირის რომელიმე დღეს ან სხვადასხვა დასახლებაში. ასევე, როგორც ტრანსპორტის შეჩერება, დიდი სავაჭრო ცენტრების ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის და იქნება იქ, იმ დროს გამოყენებული, სადაც იქნება ამის აუცილებლობა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე", - აცხადებს ცქიტიშვილი.