თბილისში, ვაკის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია იმართება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ისინი ვაკის საოლქო კოსიის სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ალეკო ელისაშვილს შორისაც.
საოლქო კომისიასთან ათეულობით სამართალდამცავია მობილიზებული და აქტივისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
წინასწარი ინფორმაციით პოლიციამ სამი აქტივისტი დააკავა.