საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.
10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა:
წიწიბურა - 76.63%
ნიორი 27.27.%
ხმელი ლობიო - 26.75%
მზესუმზირის ზეთი - 25.6%
ბოსტნეულის კონსერვი 22.21%
მანანის ბურღული 22.2%
მწვანე ლობიო 21.1%
თევზის კონსერვი 20.99%
ნაყინი - 18.72%
მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 17.05%