რუსთავის რამდენ საარჩევნო უბანზე ვერ დაჯდა ბალანსი [photo]

2019-10-04 13:27:53

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციური პარტიები არალეგიტიმურად ცნობენ.

მათთვის ერთ-ერთი დამამტკიცებელი დოკუმენტი საარჩევნო უბნებზე შედგენილი ოქმებია, რომელთა ნაწილშიც არჩევნების დღეს მისულ ამომრჩევლის რაოდენობა არ უდრის პოლიტიკური სუბიექტებისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ დაგროვებული ხმებისა და ბათილი ბიულეტინების რაოდენობათა ჯამს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" N12 სამაჟორიტარო ოლქში რუსთავის მასშტაბით 84 საარჩევნო უბანისა და 6 სპეცუბნის სამაჟორიტარო ოქმები შეისწავლა, 90 ოქმიდან დაახლოებით 53-ზე, 58,8%-ზე, ბალანსი არ ჯდება.

გთავაზობთ რუსთავის მასშტაბით 15 უბნის სამაჟორიტარო ოქმს, რომლებშიც ყველაზე მაღალი რაოდენობის დისბალანსია.

1. 4-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 5 ხმა

2. 23-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 10 ხმა

3. 26-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 7 ხმა

4. 29-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 11 ხმა

5. 32-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 10 ხმა

6. 33-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 10 ხმა

7. 37-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 12 ხმა

8. 45-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 10 ხმა

9. 56-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 15 ხმა

10. 59-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 16 ხმა

11. 66-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 10 ხმა

12. 85-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 245 ხმა

13. 87-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 25 ხმა

14. 88-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 12 ხმა

15. 90-ე საარჩევნო უბანი - სხვაობა 12 ხმა



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები