ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.
ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და შედეგები, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს.
ოპოზიციური პატიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭრერებმა რესპუბლიკის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.
ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.