ხმაური რუსთავში, ბანკის ფილიალთან

2020-11-03 13:11:10

რუსთავის "კრედო" ბანკის ფილიალთან ათობით მომხმარებელია შეკრებილი და ბანკის მმართველთან შეხვედრას მოითხოვს.

როგორც ბანკთან შეკრებილებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, "კრედოს" სახელით შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ გარკვეული დავალიანებები აქვთ გადასახდელი. მომხმარებლების თქმით, მათ არანაირი ვალდებულება საფინანსო ორგანიზაციის წინაშე ამ ეტაპისთვის არ გააჩნიათ და თანხის გადახდასაც არ აპირებენ.

ამ დროისთვის ათობით ადამიანი ფილიალთან რიგში დგას და ბანკის მმართველთან შეხვედრას ელოდება.

"ინფო რუსთავი" იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა მომსახურების გადასახადს აკისრებენ მომხმარებლებს, "კრედო" ბანკს დაუკავშირდა. როგორც ორგანიზაციის პრესსამსაურში აცხადებენ, მომხმარებლებს გადასახდელი SMS მომსახურების საფასური აქვთ.

"როდესაც შეიცვალა ანგარიშისა და SMS მომსახურების ტარიფები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, 1 თვით ადრე, ვიდრე ტარიფები შეიცვალებოდა, მომხმარებლებს ვაცნობეთ, რომ ვისაც სურდა გაეუქმებინა ეს მომსახურება, მობრძანებულიყო კრედო ბანკში და დაეწერა განცხადება გაქუმების შესახებ. ივლისის თვიდან შეიცვალა ტარიფი და იქედან არის ათვლილი. თუმცა სისტემური ხარვეზის გამო, გაგზავნილი არის ისეთ მომხმარებლებთანაც ეს შეტყობინებები, ვისაც არ აქვს გადასახდელი საკომისიო. ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალურად თითოეული ქეისის განხილვა", - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.

რა ბედი ეწევათ იმ მომხმარებლებს, ვინც თანხის გადახდას არ აპირებს?

აღნიშნულ კიხვის საპასუხოდ ბანკში აცხადებენ, რომ: "ვინც არ აპირებს თანხის გადახდას, ამ მომხმარებლებს განაცხადს აწერინებენ ფილიალის მმართველები და ინდივიდუალურად განვიხილავთ. შესაძლოა მომხმარებლებს გავუგზავნეთ შეტყობინება, მაგრამ ვერ მიიღო ეს გაფრთხილება ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამიტომ განაცხადის საფუძველზე მოხდება ინდივიდუალური განხილვები", - აცხადებენ "კრედოში".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები