კოვიდ19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

2020-11-03 11:26:46

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექციით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან კოვიდ19-ით 362 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1943 ხალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების 42 579 გახდა.