ვენის ცენტრში რთული ვითარებაა. [ვიდეო/video]
ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ტერორიტული აქტი მოხდა და სროლები ამ დროისთვისაც გრძელდება.
შემთხვევას დადასტურებულად 1 მსხვერპლი ჰყავს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლთა რიცხვი 7-ია, ხოლო 15-მდე ადამიანი დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი აყვანის დროს პოლიციამ მოკლა, 5 დაკავებულია, დანარჩენების ასაყვანად მიმდინარეობს სპეოპერაციები. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებები 6 სხვადასხვა ადგილას მოხდა.
ვენის მოსახლეობას სახლიში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ქუჩებში ისმის სროლის ხმები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.