რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს

2020-11-02 19:25:11

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტული" პარტიის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი დააკავეს.

ქუმსიშვილი მხარდამჭერებთან და თანაპარტიელებთან ერთად თბილისში ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქიციას მართავდა.

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 2 აქტივისტი, მათ შორისაა ლეიბორისტული პარტიის რუსთაველი აქტივისტი გიორგი გზირიშვილი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების მიხედვით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავისთვის წინაღღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობაში მივიდნენ და კომისიის სხდომახე შესვლას ცდილობდნენ. მათი განცხადებით, კომისიის სხდომაზე პარტიის წარმომადგენელს არ უშვებენ. სწორედ ამას მოყვა დაძაბულობა და პირების დაკავება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები