"ჩვენ ვიცით, რა პრობლემებიც არის ამ ქალაქში"

2020-10-02 19:06:47

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის 45-ე ნომერმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა, "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რუსთავში არის პრობლემები, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მხარი არ დაუჭირა.

"ჩვენ ვიცით, რა პრობლემებიც არის ამ ქალაქში. სადღაც კონკრეტულ ლოკალურ ადგილას არი პრობლემები.

ვეთანხმები, მოქალაქეთა იმ უარყოფით დამოკიდებულებას, ვინც ჩვენ მხარი არ დაგვიჭირეს. ჩვენ მათთან უნდა ვიმუშაოთ, ქალაქის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.

მენეჯმენტში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მე თვითონ ვხედავ რაღაცა შეცდომები ქალაქთან მიმართებაში შესაძლოა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი.

ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა პარტიის ლიდერის და მინდა მოვუხადო მადლობა, ვინაიდან რუსთავზე აქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღთქმული. გვინდა, რომ გავამართლოთ ჩვენი მოქალაქეების იმედი",- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები