ვინ და რამდენი ხმით მოიგო ჭყონდიდელის დასახლება

2020-10-02 13:19:03

ხმის მიცემის პროცესი ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მე-16 და მე-17 საარჩევნო უბანთან, დაზარალებულის განცხადებით, აგიტატორები, რომელებიც ამომრჩევლის უბანზე მისვლას აღრიცხავდნენ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტზე შსს-მ გამოძიება არჩევნების დღესვე დაიწყო.

აღნიშნულ უბნებზე საბოლოო შედეგები კი ცესკომ 1 ნოემბერს შეაჯამა.

#17 საარჩევნო უბანზე დავით კირკიტაძემ გაიმარჯვა, მან ლაცაბიძეს 62 ხმით მოუგო. რაც შეეხება #16 და #18 უბნებს, აქ უპირატესობა ნინო ლაცაბიძემ მოიპოვა. ოცნების კანდიდატმა #16 უბანზე კირკიტაძეს 92 ხმით, #18 უბანზე კი 15 ხმით მოუგო.

#16 საარჩევნო უბანი

დავით კირკიტაძე - 296
ნინო ლაცაბიძე - 388

(ბათილი ბიულეტინი - 34)

#17 საარჩევნო უბანი

დავით კირკიტაძე - 416
ნინო ლაცაბიძე - 354

(ბათილი ბიულეტინი - 32)

#18 საარჩევნო უბანი

დავით კირკიტაძე -339
ნინო ლაცაბიძე - 354

(ბათილი ბიულეტინი - 30)

ცნობისთვის, პირველ ტურში რუსთავში, მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

რუსთავში მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. რუსთველებს არჩევანის გაკეთება კვლავ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოუწევს.