საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.
ამის შესახებ მან ინფორმაცია ფეისბუქის გვერდის დახმარებით გაავრცელა.
„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“,- წერს გიორგი გახარია.
კორონავირუსი პრემიერის დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.