"აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. აღარ ვატარებ რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო",- პარლამენტის წინ ამ სიტყვით
გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა.
"ამ ბრძოლიდან დამარცხებული არ გავალთ, გამორიცხულია. დავუჯეროთ ერთმანეთს და როგორც არასოდეს, ჩვენ ახლა გვჭირდება ერთობა. ეს ერთობა არის ყველა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. ყველა ოპოზიციურ პარტიებს შორის, განსხვავებულ ოპოზიციურ პარტიებს შორის...
ჯიუტი ადამიანი ვარ, რისიც მჯერა იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს თავს ვუღალატო და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი ოჯახის ახლობელმა ძალიან ადრე მითხრა, ნიკა ძალიან მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში შენს თავს არ უღალატოო. მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. აღარ ვატარებ რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო",- განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლის დროს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ანციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისიდან ატარებდა.