უცხოეთში მცხოვრები ქართველების არჩევანი

2020-11-01 17:01:51

თუქრეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თურქეთში შექმნილი 3 უბნიდან:

N22 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 115 , „ქართულმა ოცნებამ“- 42 ხმა მიიღო.

N23 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 253, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 51 ხმა აქვს მიღებული.

N24 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 100, „ქართულმა ოცნებამ“- 73 ხმა მიიღო.

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინაში შექმნილი 3 უბნიდან:

N46 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 183, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 49 ხმა მიიღო.

N47 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 4, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 1 ხმა აქვს მირებული.

N48 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 105, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 4 ხმა მიიღო.

იტალიაში საქართველოს საპარლამეტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იტალიაში გახსნილ ორ უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

N27 უბანზე - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 167, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 105 ხმა მიიღო.

N28 უბანზე - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 286, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 51 ხმა აქვს.

გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე „გირჩმა“ „ქართულ ოცნებას“ 21 ხმით მოუგო.

სამივე უბანზე „გირჩმა“ ჯამში 250, ხოლო ქართულმა ოცნებამ 231 ხმა მიიღო.

რაც შეეხება გამარჯვებას სამივე უბანზე პირველობა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიაში შექმნილი 3 უბნიდან:

N14 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 126, „გირჩმა“- 104, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 131 ხმა მიიღო.

N15 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 106, „გირჩმა“- 83, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 60 ხმა აქვს მიღებული.

N16 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 154, „გირჩმა“- 63, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 40 ხმა მიიღო.